საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
ამავე მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.