საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამავე მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დატოვე კომენტარი