საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება
საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.
დოკუმენტის ტექსტის მიღების მიზნით, ქვეყნები მოლაპარაკებებს გამართავენ. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოსცა.
საქართველო საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმების გაფორმებას კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გეგმავს, მათ შორის კორეის რესპუბლიკასთან, სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან.