საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT

ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 11:11 დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა 12:11 გაიმარჯვა.

ქართველმა წყალბურთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში შუშიაშვილის (2), მაგრაქველძისა და ელაჩას გოლებით 4:2 გაიმარჯვეს.

მეორე და მესამე მეოთხედები სერბებმა ერთნაირი ანგარიშით (3:2) მოიგეს და გადამწყვეტ მეოთხედს გუნდები თანაბარი ანგარიშით (8:8) შეხვდნენ.

მეოთხე მეოთხედიც დაძაბულად წარიმართა, მეოთხედის ბოლოს სერბეთი ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ქართველებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 11:11 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით 12:11 დამთავრდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა.