წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მეორე ტურის შეხვედრაში თბილისში ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა.

„ოლიმპიაკოსმა“ პირველივე მეოთხედში „დინამოს“ ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას. სტუმრებმა დარჩენილ სამ მეოთხედშიც აჯობეს დინამოელებს (3:4, 1:3, 2:6) და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა – 19:6

მომდევნო შეხვედრას თბილისის „დინამო“ კვალავ თბილისში ჩაატარებს და 17 ოქტომბერს „დუბროვნიკს“ უმასპინძლებს.

ახალ სეზონში ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს (შეხვედრები შინ და სტუმრად ჩატარდება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

დინამოს დარჩენილი მატჩების კალენდარი:

17 ოქტომბერი | „დინამო“ – „დუბროვნიკი“

1 ნოემბერი | „დინამო“ – „პრო რეკო“

22 ნოემბერი | „ოლიმპიაკოსი“ – „დინამო“

6 დეკემბერი | „დუბროვნიკი“ – „დინამო“