წყალბურთი | დაძაბულ ბრძოლაში „აპოლო“ „ტერასასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე „აპოლომ“ თბილისში ესპანურ „ტერასას“ უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოვიდა, მეოთხე პერიოდის წინ ქართული გუნდი ორი ქულით იგებდა, თუმცა დასკვნით მონაკვეთში „ტერასამ“ 5:2 იმარჯვა, საბოლოოდ კი 15:14 მოიგო.
5 გოლით მატჩისა და „აპოლოს“ ბომბარდირი ნიკოლა მისკოვი გახდა. 3 გოლი გაიტანა ვუკ დრაშკოვიჩმა, 2 გოლი სრდან ვუკსანოვიჩის ანგარიშზეა.
ევროთასის C ჯგუფში „აპოლო“ მესამე ადგილზეა – 1 მოგება, 2 წაგება. მომდევნო მატჩს ქართული გუნდი 19 ნოემბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ თბილისში გამართავს.