წყალბურთი | „აპოლომ“ ევროთასზე „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთის ევროთასზე საქართველოს ჩემპიონმა, „აპოლომ“ თბილისში ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 22:20 დაამარცხა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი „აპოლომ“ მინიმალური სხვაობით, 4:3 მოიგო. საქართველოს ჩემპიონმა მეორე მეოთხედში უპირატესობა გაზარდა და პირველ ტაიმში სამი ბურთის სხვაობით იმარჯვა – 11:8.
შესვენების შემდეგ ესპანელებმა თამაში შედეგიანად განაახლეს, სამბურთიანი უპირატესობა აღმოფხვრეს და მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიში კვლავ საყაიმო გახდა – 16:16.
გადამწყვეტი რვაწუთიანი მონაკვეთი „აპოლომ“ მეტოქეზე უკეთესად ჩაატარა, ჯგუფურ ეტაპზე მეორე მოგება ჩაიწერა და ევროთასის პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
მომდევნო ორ მატჩს „აპოლო“ სტუმრად გამართავს – 3 დეკემბერს საბერძნეთში „აპოლონთან“, ხოლო 17 დეკემბერს ესპანეთში „ტერასასთან“.
„აპოლოს“ შემადგენლობა:
იგორ ჩირკოვი (მეკარე), ვუკ დრაშკოვიჩი (2 გოლი), საბა ტყეშელაშვილი (2), სრდან ვუკსანოვჩი (2), ანდრია ბითაძე (2), დუშან ვასიჩი, ხვიჩა ჯახაია (1), ფილიპ გარდაშევიჩი (4), ნემანია ვიცო (1), ნიკოლა მოსკოვი (2), მატია სლადოვიჩი (1), მარტინ გარდაშევიჩი, დმიტრი ალექსეევი (5), ბექა კაპანაძე (მეკარე).