წყალბურთი | „აპოლომ“ ევროთასზე ბერძნული „აპოლონი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში „აპოლომ“ ევროთასის მეორე ტურში საბრძნეთის „აპოლონს“ უმასპინძლა და დაძაბურლ ბრძოლაში მეტოქე 21:20 დაამარცხა.
პირველი მეთხედი ბერძენმა წყალბურთელებმა სამი ბურთით მოიგეს, მეორე რვაწუთიან მონაკვეთში „აპოლომ“ თამაში გამოასწრა და საბოლოოდ პირველი ტაიმი 10:10 დასრულდა.
საქართველოს ჩემპიონმა მესამე მეოთხედი ორი ბურთით მოიგო. დასკვნითი მეოთხედი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც დმიტირი ალექსეევის ზუსტმა დარტყმამ „აპოლოს“ ევროთასზე გამარჯვება მოუტანა.
„აპოლოს“ შემადგენლობა
იგორ ჩირკოვი (მეკარე), ვუკ დრაშკოვიჩი (3 გოლი), საბა ტყეშელაშვილი (1), სრდან ვუკსანოვიჩი (1), ანდრია ბითაძე (2), დუშან ვასიჩი (1), მატია სლადოვიჩი (1), ფილიპ გარდაშევიჩი (2), ნამანია ვიცო (2), ნიკოლა მოსკოვი (3), დრაგოლუბ როგაჩი, ნინო მუდრაჟია, დმიტრი ალექსეევი (5), ბექა კაპანაძე (მეკარე).
მომდევნო მატჩს „აპოლო“ კვლავ თბილისში გამართავს და ესპანურ „ტერსარას“ უმასპინძლებს.