წყალბურთი | „აპოლო“ ევროთასზე „ბარსელონასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

12:35, 30.10.2026

წყალბურთის კლუბმა „აპოლომ“ ევროთასის პირველი მატჩი სტუმრად „ბარსელონასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთით, 17:18 დამარცხა.

პირველი მეოთხედი 6:6 დასრულდა. „ბარსელონამ“ მინიმალური უპირატესობა მეორე და მესამე მეოთხედში მოიპოვა (5:4, 4:3). დასკვნით მეოთხედი საქართველოს ჩემპიონმა ერთი ბურთით მოიგო (4:3), მაგრამ საბოლოოდ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

„აპოლოს“ შემადგენლობა:

იგორ ჩირკოვი (მეკარე), ვუკ დრაშკოვიჩი (3 გოლი), საბა ტყეშელშვილი (2), სრდან ვუკსანოვიჩი (4), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (1), მატია სლადოვიჩი, ფილიპ გარდაშევიჩი (3), ნემანია ვიცო (2), ნიკოლა მოსკოვი (1), ნინო მუდრაჟია, მარტინ გარადშევიჩი, ბექა კაპანაძე (მეკარე), დმიტრი ალეექსევი.

ევროთასზე „აპოლო“ C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები „ბარსელონა“ (ესპანეთი), „აპოლონ სმირნისი“ (საბერძნეთი) და „ტერასა“ (ესპანეთი) არიან.

საქართველოს ჩემპიონი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს თბილისში „აპოლონ სმირნისთან“ გამართავს.

მსგავსი