წყალბურთი | კონფერენციის თასზე თბილისის „ოლიმპმა“ „მანჩესტერი“ დაამარცხა #1TVSPORT

20:43, 23.10.2026

წყალბურთში კონფერენციის თასის გათამაშებაში თბილისის „ოლიმპმა“ „მანჩესტერთან“ ითმაშა და მეტოქე 16:10 დაამარცხა.

თბილისური კლუბი პირველი ტაიმის შემდეგ 4:5 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა, დასკვნით ორი მეოთხედი 5:1 და 7:4 მოიგო და საბოლოოდ ტურნირი მოგებით დაიწყო.

„ოლიმპმის“ მეტოქეები ჯგუფში, „მანჩესტერის“ გარდა, იტალიური „ტრიესტე“ და ნიდერლანდური „ტეტერო“ არიან, კონფერენციის თასის ძირითაად ეტაპზე თამაშს ჯგიფის ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.

„ოლიმპის“ შემადგენლობა:

ირაკლი რამზაძე (მეკარე), მაქსიმ მალიშაუ (1 გოლი), საბა ობოლაძე (1), ალექსანდრე რუსიშვილი, ტიმურ ბაჟინოვი (1), საველ სინიავსკი, დავით კიკალეიშვილი (2), ლუკა გიორგაძე (4), დავით გორგოძე, გიორგი კირკაკიდი (3), დავით ჩხეიძე (1), რომან იუშკინი (3), ბექა გარსევანიშვილი (მეკარე), გიორგი მარხვაშვილი.

მომდევნო მატჩს „ოლიმპი“ 24 ოქტომბერს „ტეტეროსთან“ გამართავს, რომელმაც პირველი შეხვედრა „ტრიესტესთან“ 9:25 წააგო.

კონფერენციის ლიგაში კიდევ ერთი ქართული კლუბი „იბერია თბილისი“ ასპარეზობს, რომელმაც ტურნირზე სამი მატჩი გამართა – დამარცხდა „ვაშაშთან“ (8:16), მოუგო „პოტსდამს (9:8) და „ბანია ლუკას“ (27:6).

თბილისური კლუბი ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდა („ვაშაში“, „სეგედი“, „თბილისი“, „პოტსდამი“ და „ბანია ლუკა“), საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამი გუნდი გადის.

„იბერია თბილისის“ შემადგენლობა:

დავით მაჭავარიანი (მეკარე), გიორგი ვეშაგური, გიორგი სურმავა, ივა ჭუბაბრია, ჯორჯო ბოჯიანო, ანდრია ცირდავა, ბექა ქავთარაძე, ნიკიტა პასკო, გიორგი მესხი, საბა მაჭავარიანი, ლუკა ხურცილავა, ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე), საბა აბულაძე.

მსგავსი