საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე აშშ დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე აშშ დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტური გუნდი მესამე ადგილისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ნაკრებს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 12:7 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სტუდენტები სამი მოგებით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ. მეოთხედფინალში გერმანიას პენალტების სერიაში 16:15 სძლიეს, ხოლო ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 10:11 წააგეს.

საქართველოს გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით იყო დაკომპლექტებული, B ჯგუფში (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი) თამაშობდა.