საქართველოს დელეგაცია იორდანიაში სპეციალური ოპერციების ძალების გამოფენას დაესწრო, წარმოდგენილი იყო „დელტას“ პროდუქცია
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ქ. აქაბაში სპეციალური ოპერციების ძალების რიგით მე-13 გამოფენა და კონფერენცია SOFEX-2022 გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 100 ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგაცია.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა თავდაცვის ძალების დელეგაცია, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძის ხელმძღვანელობით და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი.
იორდანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო პროდუქციის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტას“ წარმოების ქართული პროდუქცია, რომელმაც მაღალი შეფასებები დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.