იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იორდანია არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი, დაიცავს თავს ნებისმიერი საფრთხისგან, ამ პოზიციის შესახებ ჩვენ ირანს და ისრაელს ვაცნობეთ

23:49, 02.10.2024

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი ისრაელს და ირანს აფრთხილებს, რომ იორდანია არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი და დაიცავს თავს ყოველგვარი საფრთხისგან.

როგორც იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის შესახებ საფადმა ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლამთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„იორდანია არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი. ქვეყანა დაიცავს თავს, თავის სტაბილურობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერი საფრთხისგან. იორდანიამ ნათლად აცნობა ირანს და ისრაელს ამ პოზიციის შესახებ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი