საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ორდღიანი ვიზიტით 25 დეკემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

როგორც სომხური მედია წერს, ვიზიტის დროს ორ მეგობარ ქვეყნას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

სარგსიანი ასევე გეგმავს შეხვედრას სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან. სომხეთის ლიდერი გვირგვინით შეამკობს თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე მონუმენტს.