საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა
საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.