საქართველოს სკოლებში 58209 ქალი და 9135 მამაკაცი პედაგოგია
საქართველოს სკოლებში 58209 ქალი და 9135 მამაკაცი პედაგოგია

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქალი პედაგოგების პედაგოგების რიცხოვნობა 58 209-ს, მამაკაცების კი, 9 135-ს შეადგენს.

მონაცემებს, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლებს მოიცავს, „საქსტატი“ აქვეყნებს. სტატისტიკური პუბლიკაციის „ქალი და კაცი საქართველოში“ თანახმად, მცირეა იმ მამაკაცების რაოდენობაც (კაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე ნაკლები), რომლებიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების პროგრამებზე ირიცხებიან. ქალი სტუდენტების რიცხოვნობა კი ყველაზე დაბალია სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2018-2019 სასწავლო წლის მონაცემებით, როგორც ქალი სტუდენტების, ასევე კაცი სტუდენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამებზე.