საქართველოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ეწვევიან

გაერთიანებული გასვლითი მისიის ფარგლებში, 6-10 მაისს თბილისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის, მსხვერპლთა ჩართულობისა და კომპენსირების ცენტრის, ნდობის ფონდის და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენელი ეწვევიან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, კაუპო კანდის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობაა.

„ერთობლივი გასვლითი მისიის მიზანი ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობაა, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებთან და საქართველოში მყოფ პარტნიორებთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ გზები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხედვის არეალს უფრო მეტად გაზრდის.

ჩვენი მიზანია აგრეთვე, მივაწოდოთ მათ სასამართლოს შესახებ ზუსტი ინფორმაცია და გამოვავლინოთ დეზინფორმაცია. გვსურს, შევინარჩუნოთ და გავამყაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს​ა და დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნავს კაუპო კანდი.

მისიის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიის კითხვებს უპასუხებენ.