საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 24 კილომეტრში, 4.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა გუშინ, 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიმძლავრემ, რომელიც თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.