საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

07:58, 11.08.2019

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 24 კილომეტრში, 4.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა გუშინ, 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიმძლავრემ, რომელიც თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი