საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

11:40, 10.08.2019

საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

საქართველოსდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 30 კმ-ში დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.

მსგავსი