საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.
საქართველოსდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 30 კმ-ში დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.