საქართველოს საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი დაღესტანში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:51 საათზე დაფიქსირდა.