სეისმური მონიტორინგის ცენტრი - სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, მიწისძვრის ეპიცენტრის პირველადი მონაცემი არასწორი აღმოჩნდა, მოხდა ორი პატარა მიწისძვრა ნორიოში
სეისმური მონიტორინგის ცენტრი - სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, მიწისძვრის ეპიცენტრის პირველადი მონაცემი არასწორი აღმოჩნდა, მოხდა ორი პატარა მიწისძვრა ნორიოში

მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი, შესაბამისად დაფიქსირებული ​ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„მოხდა ორი პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება“,- აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18:19 საათზე 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა და მიწისძვრის ეპიცენტრი ცაგერის სამხრეთ-დასავლეთით 7კმ-ში, სოფელ ზედა აღვში დაფიქსირდა.