სეისმური მონიტორინგის ცენტრი - სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, მიწისძვრის ეპიცენტრის პირველადი მონაცემი არასწორი აღმოჩნდა, მოხდა ორი პატარა მიწისძვრა ნორიოში
მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი, შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მოხდა ორი პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება“,- აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18:19 საათზე 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა და მიწისძვრის ეპიცენტრი ცაგერის სამხრეთ-დასავლეთით 7კმ-ში, სოფელ ზედა აღვში დაფიქსირდა.