საქართველოს საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

19:07, 15.09.2020

საქართველოს საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი დაღესტანში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:51 საათზე დაფიქსირდა.

მსგავსი