საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში (ორმოცდაათიანელები) საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
სახარების რწმენის ეკლესიაში ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა იქადაგა. ეპისკოპოსმა ყველა ქრისტიანს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ეპისკოპოსმა ქადაგებისას ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იესო ქრისტეს აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის და რომ ყველამ უნდა ადიდოს უფალი.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სახარების რწმენის ეკლესიაში შესრულდა საგალობლები და რელიგიური შინაარსის სიმღერები. წაიკითხეს ეპიზოდები ბიბლიიდან.