აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და 14, 15, 17 და 18 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.