საქართველოს საგარეო უწყებაში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ განცხადება 15:00 საათზე გაკეთდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ განცხადებას გააკეთებენ. უწყებაში განცხადების გაკეთება 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ჟურნალისტებთან კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გააკეთებს.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.