საქართველოს საგარეო უწყება ეთიოპიაში ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელად ვუთანაგრძნობთ „ეთიოპიის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ეთიოპიელ ხალხს“, – წერია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.
ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეფად 157 ადამიანი დაიღუპა.