ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა

14:49, 10.03.2019

ეთიოპიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად,  ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი – 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია აკეთებს.

როგორც ცნობილია, ბორტზე 33 ეროვნების მგზავრი იმყოფებოდა.

ბოინგი 737 ადის-აბება-ნაირობის რეისს ახორციელებდა. თვითმფრინავი რადარებიდან ეთიოპიის დედაქალაქის აეროპორტის დატოვებიდან 6 წუთში გაქრა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

ამჟამად რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი