საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, 2021 წლის 24 მაისიდან-2021 წლის 7 ივნისამდე, მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, მოქალაქეები ერთჯერადად გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50 პროცენტიით.

„პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);

მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

ბიომეტრიულ პასპორტს, ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

პირებს, რომლებსაც ეკუთვნის აქციით სარგებლობა, პროგრამა ავტომატურად განუსაზღვრავს შესაბამის შეღავათს. ამასთან, (ბიომეტრიულ პასპორტზე) თუ პირს ეკუთვნის აქციით დადგენილზე მეტი შეღავათი (მაგალითად – უფასოდ), ასეთ შემთხვევაში, პროგრამის მიერ განსაზღვრული შეღავათი უნდა შეცვალოთ შესაბამისი შეღავათით“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.