საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს
საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.

11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან უკვე არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი.

ანდრია ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით. 2024 წლის 26 მაისს ის „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.

ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს 16 ნოემბერს წარადგენს. კონკურსი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.