საქართველოს რკინიგზამ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებითი რეისი დანიშნა
საქართველოს რკინიგზამ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებითი რეისი დანიშნა.
19 მაისს კონცერტზე დასწრების მსურველებს „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება.
მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე შევა.
კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა რკინიგზის ცენტრალური სადგურის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.
„ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი 19 მაისს ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.