საქართველოს რკინიგზამ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებითი რეისი დანიშნა

11:16, 07.05.2018

საქართველოს რკინიგზამ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებითი რეისი დანიშნა.

19 მაისს კონცერტზე დასწრების მსურველებს „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება.

მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე შევა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.

ბილეთების შეძენა რკინიგზის ცენტრალური სადგურის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

„ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი 19 მაისს ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.

მსგავსი