საქართველოს რადიოს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში (13 აგვისტო – პირველი ოქტომბერი)
საზოგადოებრივი მაუწყებელი 13 აგვისტოდან აწარმოებს 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების გაშუქების შიდამონიტორინგს. გთავაზობთ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს (13 აგვისტო – პირველი ოქტომბერი).
მონიტორინგი მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.
მონიტორინგი მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.
მონიტორინგის მეთოდოლოგია ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას. მეთოდოლოგია სრულად
მედიამონიტორინგის ცალკეული კომპონენტები გამოქვეყნდება პერმანენტულად, მონიტორინგის მიმდინარეობის პერიოდში, მთლიანი ანგარიში კი – საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.