ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები ერთი იდეის გარშემო #PeopleHelpthePeople
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები ერთი იდეის გარშემო #PeopleHelpthePeople

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები, ნიდერლანდების რადიოს (NPO) 3FM-ის ინიციატივით, ერთიანდებიან და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთსა და სირიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

15 თებერვალს, თბილისის დროით 11:45-ზე, საქართველოს რადიო და საქართველოს რადიო – მუსიკა ევროპის რადიოსადგურებთან ერთად შეურთდებიან სოლიდარობის აქციას და აჟღერდება სიმღერა.

„ასეთ დროს რადიო ყოველთვის თქვენ გვერდით არის, ამიტომ ოთხშაბათს, 15 თებერვალს რადიოსადგურები ერთად ააჟღერებენ Birdy-ის სიმღერას – People Help the People.

რადიო პირდაპირ ეხება ემოციებს, მუსიკა კი უნივერსალური ენაა. ამ ტრაგიკულ დროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მთელი გულით გამოვხატოთ მხარდაჭერა, გავაერთიანოთ ძალები დაზარალებულების დასახმარებლად“, – აცხადებს ნიდერლანდების რადიოს ხელმძღვანელი მენო დე ბური.