23 მაისს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 98 წელი შესრულდა. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა.
დღევანდელი ეთერი საქართველოს რადიომ განახლებული შეფუთვით გახსნა. 26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, მსმენელსა და მაყურებელს რუსთაველის გამზირზე, ღია ცის ქვეშ უმასპინძლებს, სადაც ყველა მსურველს შეეძლება, ადგილზე დაესწროს რადიოს ტრანსლაციას, თვალი ადევნოს პროცესს და მოუსმინოს საინტერესო გადაცემებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე უამრავი ახალი მედიუმია, რადიომ მაინც შეინარჩუნა აქტუალობა, აუდიტორიისთვის ოპერატიულ, სანდო და ახლო მეგობრად დარჩა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და მეხსიერაბს თავის ჩანაწერებში ინახავს. დღეს რადიო განახლებული ბრენდინგითა და შეფუთვით გავიდა ეთერში. გილოცავთ! ის, თუ საიდან დავიწყეთ, დიდწილად განაპირობებს, საით მივდივართ, სულ მალე მაუწყებლობის ერთ საუკუნეს აღვნიშნავთ“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს. მსმენელს შეუძლია, გადმოიწეროს მობილური აპლიკაციაც.