საქართველოს რადიო იანვრიდან 12 ახალ პროექტს იწყებს. ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული სამეტაპიანი კონკურსი დასრულებულია.
კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 131 პროექტი და მომზადდა 41 საპილოტე გადაცემა. გამარჯვებული პროექტები მოიცავს საგანმანათლებლო, კულტურისა და მუსიკალურ მიმართულებებს.
იანვრიდან FM 102.4 სიხშირეზე აუდიტორია მოისმენს შემდეგ ახალ პროექტებს:
მიმდინარე გადაცემებს შემდეგი 12 ახალი პროექტი დაემატება:
მუსიკის 12 მოციქული (ავტორი დავით ევგენიძე);
სი ბემოლ ვიტამინი (ხათუნა კობერიძე);
რადიოკალენდარი (ილია თავბერიძე);
აკუსტიკა (გიორგი ასანიშვილი);
ისტორიის პოპ გაკვეთილები (გიორგი ხადური);
არტნიუსი (თამარ დადიანიძე);
ჩვენი ფერმა (თამარ ბოლქვაძე);
ღია ფანჯარა (მედეა იმერლიშვილი, გაგა გობრონიძე);
უცნობი მუსიკა (კახა თოლორდავა);
მთელი ეს როკი (შალვა გეგეჭკორი, გაგა გობრონიძე);
ჯაზოფრენია (ლადო ტატიშვილი);
უცხოეთის დაიჯესტი (ლევან ახალაია).