საქართველოს პრეზიდენტს ვაჟიშვილი შეეძინა.
როგორც გიორგი მარგველაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ბავშვს თომა დაარქვეს.
თომა მარგველაშვილი პრეზიდენტისა და მაკა ჩიჩუას მეორე შვილია. პირველი ვაჟი, თემო მარგველაშვილი 2 თებერვალს სამი წლის გახდება.
პირველი ქორწინებიდან გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ქალიშვილები ჰყავთ.