საქართველოს პრეზიდენტს ვაჟიშვილი შეეძინა

23:59, 15.01.2018

საქართველოს პრეზიდენტს ვაჟიშვილი შეეძინა.

როგორც გიორგი მარგველაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ბავშვს თომა დაარქვეს.

თომა მარგველაშვილი პრეზიდენტისა და მაკა ჩიჩუას მეორე შვილია. პირველი ვაჟი, თემო მარგველაშვილი 2 თებერვალს სამი წლის გახდება.

პირველი ქორწინებიდან გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ქალიშვილები ჰყავთ.

მსგავსი