საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, გოგოჭურს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.
გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერ უცნობია. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გოგოჭურის მეგობრები არიან შეკრებილი, თუმცა მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.