საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა დაესწრება

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები გასული წლების მსგავსად დაესწრებიან.

პირველმა არხმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მიმართა კითხვით, იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დასწრება პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე.

„ისევე, როგორც გასულ წლებში, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარდგება.