პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარდგება
პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარდგება.

პირველი არხის ინფორმაციით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სდომაზე უნდა მივიდეს.

საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე პრეზიდენტი პარლამენტში არ გამოცხადებულა.