საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუშეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება.
დუშეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებზე დუშეთის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24 მათგანს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად აქცევს და ტურისტულ ფუნქციას შესძენს.