საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტარი ქალის, მასწავლებელ ანა სოლოღაშვილის შედგენილი გამოსაცდელი  გაკვეთილის გეგმა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტარი ქალის, მასწავლებელ ანა სოლოღაშვილის შედგენილი გამოსაცდელი გაკვეთილის გეგმა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტარი ქალის, მასწავლებელ ანა სოლოღაშვილის შედგენილი გამოსაცდელი გაკვეთილის გეგმა. ავტოგრაფი. 1918 წლის 6 აპრილი

ანა სოლოღაშვილმა გამოსაცდელი გაკვეთილის გეგმა გორის ვაჟთა გიმნაზიის მესამე კლასელთათვის შეადგინა. პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ქალი 1918 წლამდე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მას ფილოლოგ-ისტორიკოსის უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგენილი ეს დოკუმენტი პირველი რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საარქივო ფონდში ინახება.