საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტარი ქალის, მასწავლებელ ანა სოლოღაშვილის შედგენილი გამოსაცდელი გაკვეთილის გეგმა

11:23, 24.04.2018

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტარი ქალის, მასწავლებელ ანა სოლოღაშვილის შედგენილი გამოსაცდელი გაკვეთილის გეგმა. ავტოგრაფი. 1918 წლის 6 აპრილი

ანა სოლოღაშვილმა გამოსაცდელი გაკვეთილის გეგმა გორის ვაჟთა გიმნაზიის მესამე კლასელთათვის შეადგინა. პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ქალი 1918 წლამდე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მას ფილოლოგ-ისტორიკოსის უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგენილი ეს დოკუმენტი პირველი რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საარქივო ფონდში ინახება.

მსგავსი