საქართველოს პირველ არხში ბომბის არსებობაზე შესულ ზარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო
საქართველოს პირველ არხში ბომბის არსებობაზე შესულ ზარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.
საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ დღეს შემოვიდა.
საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე.
ამ ეტაპზე, საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.