საქართველოს პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები მუშაობენ [ფოტო/ვიდეო]

18:29, 24.08.2020

საქართველოს პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები მუშაობენ.

შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შემოწმება-დათვალიერება. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები.

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ შემოვიდა.

 

ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან

Posted by პირველი არხი on Monday, August 24, 2020

 

მსგავსი