საქართველოს პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები მუშაობენ [ფოტო/ვიდეო]
საქართველოს პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები მუშაობენ.
შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შემოწმება-დათვალიერება. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები.
საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ შემოვიდა.
ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან
Posted by პირველი არხი on Monday, August 24, 2020