საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა
საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა.
პარლამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად წარდგენილია – გიორგი ჩერქეზიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრად – დავით ზალკალიანი
შინაგან საქმეთა მინისტრად – გიორგი გახარია
ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად – მიხეილ ჩხენკელი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – დავით სერგეენკო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად – სოზარ სუბარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად – ლევან დავითაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად – მაია ცქიტიშვილი
კულტურისა და სპორტის მინისტრად – მიხეილ გიორგაძე
თავდაცვის მინისტრად – ლევან იზორია
იუსტიციის მინისტრად – თეა წულუკიანი
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად – კახა კახიშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად – ქეთევან ციხელაშვილი
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.